ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2024“ განხორციელების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 06/01/2024 ბრძანების (N:47/30) საფუძველზე შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი სახელმძღვანელოების დაფინანსებას:
- კორნელი კაკაჩია, პროფესორი - „მსოფლიო პოლიტიკა“, დაფინანსდეს 2 500 ლარით;
- კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი - „ სოციოლოგიის შესავალი” დაფინანსდეს 2 500 ლარით;
- ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი - „გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები“ დაფინანსდეს 2 500 ლარით;
- რევაზ გაჩეჩილაძე, პროფესორი - „საქართველო მსოფლიო ისტორიულ-გეოგრაფიულ და გეოპოლი ტიკურ კონტექსტში,“ დაფინანსდეს 2 500 ლარით;
- ვალერიან მელიქიძე, ასოცირებული პროფესორი - „საზოგადოების განვითარება და ბუნებრივი გარემო,“ დაფინანსდეს 2 500 ლარით;
- ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი - „ონლაინმედია,“ დაფინანსდეს 2 500 ლარით.